ვიცი მაინც უარს მეტყვი ტურფა ქალო,
შენისთანას კოცნა როგორ გავუბედო,
მოდი მხოლოდ ჩამოჯექი შორი ახლოს,
შენს სევდიან თვალებს მინდა რომ ჩავხედო.

რად გამირბი, ასე რატომ მემალები,
რად დამიშრე გულის სევდა ნაღველია,
სიბნელეში ციმციმებენ ვარსკვალები,
თავს განთია კარგო შენი მნახველია.

სიბნელეში ვარსკლავები რომ მეგონა,
ეს ყოფილა თურმე შენი თვალებია,
ნუ გამირბი ანგელოზო მომეშველე,
ჩემი ბედი შენგან განაწვალებია.

სიბნელეშ თვალები და შენი სახე,
ციმციმებენ როგორც ორი სანთელია,
შემიყვარე უკუ აგდე სიამაყე,
მომაფინე შენი კოცნის ნათელია.