რამდენი ლუდია. რამდენი მთებია. რამდენი მზე არი.
რამდენი ვაჟია. რამდენი ქალია. რამდენი ცდუნება.
გული და გონება შეიქმნა მეცხრე ცის ზიარი,
ვლოცულობთ ვლხინობთ და გულღიად შევხარით ბუნებას.
ლუდისებრ ელვარებს თვალებიც ასულთა ცბიერი,
ჩურჩული სიოსებრ, სიცილი - წყაროთა წკრიალი.
აგერა მიღიმის ქალშავა - ვარსკვლავი ციერი,
თავის თასს მთავაზობს მაცდური ცქრიალით...
ვსაუბრობთ, ირხევა დალალი, გველისებრ მაცდური,
ლუდიან თასშიც ჩანს მზისფერი დალალი,
" -ქალბნელო, ამ ჩემ გულს იქნება შენ დასცე დასტური:
სად არის მზექალი?''
'' - მზექალი არ არის! არ არის! არ არის!"
აღარსად ქალები... აღარსად ვაჟები... აღარც მზე...
დაიქცა სასმელი...დაბნელდა გარემო და მთები...
დაეშვა ლაღობა მიმწუხრის მწუხარე დაღმართზე;
ავახმე, გაბრიელ, ღამდების... ღამდების... ღამდების...
Sample comments about this video
"ხატობა მთაზე რამდენი ლუდია. რამდენი მთებია. რამდენი მზე არი. რამდენი ვაჟია. რამდენი ქალია. რამდენი ცდუნება. გული და გონება შეიქმნა მეცხრე ცის ზიარი, ვლოცულობთ ვლხინობთ და გულღიად შევხარით ბუნებას. ლუდისებრ ელვარებს თვალებიც ასულთა ცბიერი, ჩურჩული სიოსებრ, სიცილი - წყაროთა წკრიალი. აგერა მიღიმის ქალშავა - ვარსკვლავი ციერი, თავის თასს მთავაზობს მაცდური ცქრიალით... ვსაუბრობთ, ირხევა დალალი, გველისებრ მაცდური, ლუდიან თასშიც ჩანს მზისფერი დალალი, " -ქალბნელო, ამ ჩემ გულს იქნება შენ დასცე დასტური: სად არის მზექალი?'' '' - მზექალი არ არის! არ არის! არ არის!" აღარსად ქალები ... არარსად ვაჟები ... აღარც მზე... დაიქცა სასმელი...დაბნელდა გარემო და მთები... დაეშვა ლაღობა მიმწუხრის მწუხარე დაღმართზე; ავახმე, გაბრიელ, ღამდების... ღამდების... ღამდების... გაბრიელ ჯაბუშანური"







Yorumlar
Yorum yazabilmek için giriş yapmalısınız.
Bilgi: Butona tıkladığınızda xloji güvenli giriş sayfasına yonlendirileceksiniz. Giriş yaptığınızda otomatik olarak bu sayfaya geri döneceksiniz. İlk giriste hoş geldin enerjisi tanımlanır.
Yorumlar yükleniyor...