წყაროს თავზე გოგო მიდის ცისკარივითა,
გოგოა თუ წყაროს წყალმა მზე აირიდა,
შენ ზღვა ხარ და მე ამ ზღვაზე დავალ ტივითა,
შენ რომ არა ტალღა გულზე გადამივლიდა,
გოგოა თუ მზე გაშლილა წყალათან იადა,
გოგოა თუ გაზაფხული ამომზიანდა,
შევხედე და გულის კარი დამრჩა ღიადა,
მითხარ მაინც მოსვლა ხომარ დამიგვიანდა,
აფრენილი კენტი წერო ტირის ბუდიდან,
წეროა თუ ჩემი ფიქრი მზესთან მივიდა
მოდი ფრთები დაგიამო გულის უბითა,
წყაროს თავზე გოგო მიდის ცისკარივითა.







Yorumlar
Yorum yazabilmek için giriş yapmalısınız.
Bilgi: Butona tıkladığınızda xloji güvenli giriş sayfasına yonlendirileceksiniz. Giriş yaptığınızda otomatik olarak bu sayfaya geri döneceksiniz. İlk giriste hoş geldin enerjisi tanımlanır.
Yorumlar yükleniyor...