თენდება,მთვარეს ჩასისხლული თვალები სტკივა,
გაღმა გორაზე ნაფლეთ-ნაფლეთ იყრია ნისლები,
შემოდგომაზე ყველა მნათობს აგისხამ მძივად,
და დათოვლილი ყვავილივით გარდავიცვლები.

გაზაფხულის ჟამს,როცა ტანზე ჩაიცვამ ზეცას,
და როცა სხეულს შეიმოსავ თოთო იებით,
მე დავბრუნდები,რადგან მიწა ტკივილად მექცა,
და შენ დაგტანჯავ საშინელი მონანიებით.

გათენდა,მთვარე ღამენათევ თვალებით ჩადის,
გაღმა გორაზე კვლავ შეყრილან ერთად ნისლები,
მე აღმოვცენდი,რომ გავფანტო დარდი და სევდა
და აღარასდროს,აღარასდროს გარდავიცვლები.