რატომ სტირი, დღეს ხომ შენი ქორწილია
როგორ მოხდა ზედმეტი ვარ მაშინ როცა
დედოფლობას მე დამპირდი და სხვას შეხვდი
მიპასუხე ამიხსენი როგორ მოხდა
რად გაფითრდი ქორწილში რომ დამინახე
მოგილოცე და მეტოქეს დავაკვირდი
აი თურმე როგორ კაბას ჩამაცმევდი
აი თურმე როგორ ბეჭედს მიყიდიდი
და დაიძრა მაყრიონი ტაძრისაკენ
რად გეშლება ჯვრისწერას რომ პირდებოდი
სულ სხვა გოგოს მიაქროლებ ტაძრისაკენ
იქნებ შეცდი ერთხელ კიდევ დამაკვირდი
აგედევნე როგორც მტვერი ფაიტონის
იქნებ ღმერთმა გააჩინოს სამართალი
ან ხატებმა ამიხდინონ იქნებ ლოცვა
და გამხადო შენს ქორწილში პატარძალი
განა ვტირი, იქნებ წვიმა შემხვდა გზაში
მოგონებებს ოცნებებმა გადასძლია
ავქვითინდე არავითარ შემთხვევაში
სიყვარული უცრემლოდაც შემიძლია.
Sample comments about this video
"ეს ნამდვილი ამბავია ქორწილში იმღერა ატირებული ცრემლებით სულ მეტირება როცა ვისმენ მადლობა თქვენ❤"
"შენ გენაცვალე,ამწუთას მოუსმინე ამ სიმღერას,მანქანას გიჟივით მივაქროლებდი,მთელ სხეულზე ეკალი მაყრის,ამომიდუღდა გული."
"Ижет мне поккзелось, в это пиоизчедении .ыло пара фраз на иврмте.! ПЕРЕКРКШУСТ"







Yorumlar
Yorum yazabilmek için giriş yapmalısınız.
Bilgi: Butona tıkladığınızda xloji güvenli giriş sayfasına yonlendirileceksiniz. Giriş yaptığınızda otomatik olarak bu sayfaya geri döneceksiniz. İlk giriste hoş geldin enerjisi tanımlanır.
Yorumlar yükleniyor...